დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. პროკურატურა რამდენიმე მოწმეს გამოკითხავს.
მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა ამტკიცებს, რომ მოწმეთა ჩვენებები კალანდიას ბრალეულობას ვერ ადასტურებს. უფლებადამცველს პრეტენზიები სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთანაც აქვს.
"დაიკითხებიან მოწმეები, უკვე დაკითხულია 81 მოწმე, აქედან არცერთი მოწმის ჩვენებით არ დასტურდება შერაცხული ბრალი. სახალხო დამცველი დაინტერესებულია იმ პოლიტიკური დაკვეთის შესრულებით, რაც პარლამენტიდან წამოვიდა. მას დავუდე მტკიცებულებები, რომ იყო დარღვევები არასრულწლოვნებთან მიმართებაში, რამდენიმე ათეული და არცერთზე არ გააკეთა რეაგირება. ამ რეაგირების შემთხვევაში გაეცემოდა კითხვას პასუხი, რატომ არის, რომ ეს ბავშვები წარამარა ცვლიან ჩვენებებს,"- განაცხადა ზურაბ თოდუამ.