28 აპრილი 2024,   04:08
ვრცლად
ფოთში მოქალაქეს მანქანა ჩამოართვეს და არ უბრუნებენ - ადვოკატი პროკურატურას კანონდარღვევაში ადანაშაულებს

ფოთში ადვოკატი ზაურ კინტირაია სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას ადამიანის უფლებათა დარღვევაში ადანაშაულებს.

კინტირაიას განცხადებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთ-ერთ მოქალაქეს ავტომობილი ჩამოართვეს. 

ჩატარებულია საგამოძიებო სამუშაოები, ექსპერტიზა და დადგენილია, რომ ავტომობილი კანონდარღვევით არ არის შეძენილი და მეპატრონეს არც დანაშაული აქვს ჩადენილი, თუმცა პროკურატურა მეპატრონეს კუთვნილ ავტომობილს ამ დრომდე არ უბრუნებს.

"დარღვეულია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონცენციის დამატებითი ოქმის პირველი ნაწილი და ასევე, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი. ვაპირებთ სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას"- აცხადებს ადვოკატი ზაურ კინტირაია.

 

დღის ამბები