18 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
სასამართლო არაპროგნოზირებადია და ცალკეული პირების მითითებით მოქმედებს - ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიას და მასთან ერთად ბრალდებულების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 23 დეკემბერს გაიმართება. დღევანდელ პროცესზე კი, როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით მიმართეს.

ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რითაც გვარამიას, ბრალდების საქმეზე სახალხო დამცველის მოსაზრების, როგორც მტკიცებულებიდან ამოღება და და საკითხთა სიიდან 45 პირის ამორიცხვა მოითხოვა.

დაცვის მხარემ კი, კახა ბექაურის და ნინო ნიჟარაძის, "რუსთავი 2"- ის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის დაკითხვა მოითხოვა.

“საქართველოს სასამართლო არის არაპროგნოზირებადი. იმიტომ რომ ის, არ იცავს კანონს. ის მოქმედებს მითითებებით ცალკეული პირების, ამიტომ არაფრის იმედი არ მაქვს. ის ადამიანები, ვის დროსაც მე დირექტორი ვიყავი, მესაკუთრეები ვინც არიან და ვინც უნდა თვლიდნენ თავს დაზარალებულებად ან კმაყოფილებად, ისინი თვლიან თავს კმაყოფილებად. და ქიბარ ხალვაშს რა მოეწონებოდა მაშინ, როცა მესაკუთრე გახდებოდა, მე ამის პრეზუმფცია არ შეიძლებოდა მქონოდა. ამიტომ, თუ გამაგებინებენ ვინ დავაზარალე, ვისაც შეეძლო ჩემი მოხსნა და ვისი დაზარალებაც მე შემეძლო, იმათმა არც მომხსნეს და დაზარალებულებადაც თავს არ მიიჩნევენ. ქიბარ ხალვაში ჩემგან როგორ დაზარალდა, როცა მისი საწარმოს დირექტორი არასდროს არ ვყოფილვარ, არ ვიცი.“ - განაცხადა ნიკა გვარამია.

 

 

 

 

დღის ამბები