18 ნოემბერი 2024,   15:57
ვრცლად
საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორის შერჩევას იწყებს

ახალი გენერალური პროკურორის შერჩევა იწყება. საპროკურორო საბჭო კონსულტაციებს ერთ თვის განმავლობაში აკადემიურ წრეებთან, სამართლის დარგის სპეციალისტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართავს. მინიმუმ სამი კანდიდატურა შერჩევის შემდეგ პარლამენტს გადაეგზავნება.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებასი მოსვლის დღიდან მაქსიმალურად გახსნილად ხდება ამ პროცესის წარმართვა. საზოგადოებამ იცის, რომ საპროკურორო საბჭო უფლებამოსილია კანდიდატების შერჩევაზე. 

პრეტენზიები იმ ადამიანების მხრიდან, ვინც სრულიად გაუმჭვირვალედ, არავისთან კონსულტაციებს არ გადიოდნენ და წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებისა, ისე ნიშნავდნენ პროკურორებს, მათგან პრეტენზიები არ მიიღება,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი.

"კრიტერიუმებს რაც შეეხება, ეს არის კეთილსინდისიერება, მაგრამ უპირველესი - პროფესიონალიზმია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატები პრინციპულები იყვნენ.

როგორიც არ უნდა იყოს გენერალური პროკურორი, სასამართლო ხელისუფლება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ცუდი პროკურატურის გამოსწორებაც კი შეიძლება, კარგი სასამართლოს პირობებში. თუ სასამართლოში მოდის მიკერძოებულად გამოძიებული საქმე, მოსამართლეებს შეუძლიათ, ეს საქმეები თავზე დაახიონ პროკურორებს,"-აცხადებს ადვოკატი, საპროკურორო საბჭოს ყოფილი წევრი, ირმა ჭკადუა.

"ყველაფერი დამოკიდებულია მმართველი გუნდის ნებაზე, იმიტომ რომ კანდიდატი  პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. საპროკურორო საბჭომ, რა გამჭვირვალე პროცესითაც არ უნდა შეარჩიოს.

ბაკურ აბულაძეს პირადად ვიცნობ და ერთერთი სუკეთესო კანდიდატია,  თუ იქნება კანდიდატად წარდგენილი,"-აცხადებს "სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელი გიორგი გაბოძე.

გენერალუირი პროკურორის თანამდებებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფლი პროკურორი შალვა თადუმაძე, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეთ განაწესა.

დღის ამბები