12 დეკემბრის აქციაზე დაკავებული 16 პირიდან 10-ის სასამართლო სხდომები ერთგვარი პერფორმანსების ფონზე მიმდინარეობს, "ლეიბორისტების" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლოში ლობიანებით მივიდა და მოითხოვდა სხდომაზე შესვლის უფლებას, თუმცა მას ამის ნება არ მისცეს.
მას შემდეგ რაც ჩხარტიშვილმა სხდომაზე ლობიანების შეტანაზე უარი მიიღო, ის სასამართლოს კანცელარიას ჩააბარა მტკიცებულებად, რომ "პირადი ნივთით სხდომაზე არ შეუშვეს".
"ჩვენ ამ ქვეყანაში ლობიოს სამართალი აუცილებლად უნდა დავასრულოთ. ეს ძალიან მალე დასრულდება და მოსამართლე ფილიშვილს კი ვურჩევთ, რომ თავი გადაირჩინოს და არ გახდეს იმ სანქციების ნაწილი, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატები აფრთხილებს და ემუქრება მის მონა ჯალათებს. სხვა შემთხვევაში, მას ლობიანების ნაცვლად შეხვდება უმი ლობიო, რომელიც მართლაც არის მონების სალაფავი," - აღნიშნა ლაშა ჩხარტიშვილმა.