2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ლიბიაში ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს. ინფორმაციას საგარეო უწყება ადასტურებს.
პროცესში ჩართულია საელჩო და საქართველოს 2 მოქალაქე სამშობლოში უახლოეს პერიოდში დაბრუნდება.
მეზღვაურები 2017 წელს დააკავეს, მათ გამოძიება ნავთობის უკანონო გადაზიდვასა და ლიბიის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შესვლას ედავებოდა.
"ხანგრძლივი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ ჩვენი მეზღვაურები ლიბიაში. ჩვენი საელჩო აქტიურად არის ჩართული პროცესში და გავარკვიეთ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ლიბიაში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი სასჯელღსრულებითი დაწესებულების გარეთ და უახლოეს დღეებში გამოემგზავრებიან საქართველში,"-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა.