18 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
აქცია ოზურგეთის პოლიციის წინ - მოქალაქეები ლუკა სირაძის საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ

ოზურგეთის პოლიციის წინ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციას, რომელიც ადგილობრივი მედიის მიერ იყო ორგანიზებული, ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიების წევრები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ.

აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობის წინ წარწერა "ამ ცხოვრების დედაც" გააკეთეს და ხელისუფლებისგან საქმის სასწრაფო, ობიექტური გამოძიება, ასევე სისტემური ხარვეზების გამოსწორება მოითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა.

ამ ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც, მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

ავტორი: თამთა დოლიძე

დღის ამბები