ლიბიიდან გათავისუფლებულ ქართველ მეზღვაურებს, რომლებიც საქართველოში დღეს დაბრუნდებიან, სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ვიცე-კონსული დახვდა.
2017 წლის 30 აგვისტოს ლიბიაში დაკავებული, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემის "REX" ეკიპაჟის ორი ქართველი მეზღვაური, გემის კაპიტანი - გენადი კომახიძე და მეორე თანაშემწე - რომან კაკალაძე, პატიმრობიდან მიმდინარე წლის 17 დეკემბერს გათავისუფლდნენ.
მეზღვაურების გათავისუფლების საქმეში აქტიურად იყვნენ ჩართულები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, უკრაინაში, ასევე ნიუ-იორკში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა.
უწყების მიერ, საზღვაო ადმინისტრაცისთან კორდინირებით გატარებული კომპლექსური სამუშაოების შედეგად მეზღვაურების გათავსუფლება მოხერხდა.
2017 წელს გემის "REX" დაკავებული ეკიპაჟის 11 წევრიდან, საქართველოს სამი მოქალაქე იყო: გემის კაპიტანი გენადი კომახიძე, მეორე თანაშემწე რომან კაკალაძე და მეზღვაური ნუკრი ხოხბა, რომლებიც პატიმრობაში ქ. ტაჯურას დამანის ციხეში იმყოფებოდნენ.
მათგან ეკიპაჟის ერთ-ერთი წვერი ნუკრი ხოხბა, სახელმწიფოს მხრიდან გატარებული აქტიური ქმედებების შედეგად 2018 წელს გათავისუფლდა.