13 სექტემბერი 2026,   01:18
ვრცლად
"მწვანე სკოლაში" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი იმყოფებოდა

სახელწიფო ინსპექტორის მოადგილე  გიორგი გამეზარდაშვილი "მწვანე სკოლაში"  იმყოფებოდა.

მისი განცხადებით, ინსპექტორის სამსახური არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლას გეგმავს.

"ვინაიდან გამოიკვეთა სკოლის მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების მოპოვება-შენახვის, მათ შორის გავრცელების წესების დარღვევის ნიშნები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება შეისწავლოს სკოლის მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების კანონიერება," - აღნიშნა ინსპექტორის მოადგილემ.

საკითხის შესწავლას ინსპექტორის სამსახური დღეიდან იწყებს.

დღის ამბები