14 სექტემბერი 2026,   06:30
ვრცლად
ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ლიბიაში გათავისუფლებული მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ

ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ლიბიაში გათავისუფლებული მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ.

2017 წელს ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი - გენადი კომახიძე და მეორე თანაშემწე - რომან კაკალაძე პატიმრობიდან 2 დღის წინ გაათავისუფლეს.

ისინი სასჯელს ქალაქ ტაჯურაში დამანის ციხეში იხდიდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტამბოლში მეზღვაურებს საქართველოს გენერალური საკონსულოს ვიცე-კონსული დახვდა.

"ძალიან ცუდ პირობებში ვიყავით. ყველას დიდი მადლობა, ვინც გვერდით გვედგა და ჩვენ გათავისუფლებაზე ზრუნავდა. მთელ საქართველოს ვუსურვებ იყოს ისეთი ბედნიერი, როგორც მე ვარ ახლა," - განაცხადა გემის კაპიტანმა გენადი კომახიძემ.

"რთული და მძიმე პერიოდი იყო ეს 2 წელი და 4 თვე. როგორც იქნა დასრულდა, დავაღწიეთ თავი და მადლობა მინდა გადავუხადო მედიას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვაო ადმინისტრაციას და ყველას, ვინც გვერდში გვედგა," - აღნიშნა "კურიერთან" მეზღვაურმა რომან კაკალაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები