28 აპრილი 2024,   12:14
ვრცლად
გენერალური პროკურატურა მარიანა ჩოლოიანის მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს და განცხადებას ავრცელებს. 

საგამოძიებო უწყება, ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების ითხოვს.

"2019 წლის 10 დეკემბერს,  მ.ჩ.-მ, მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმის სახით, გამოკითხვის მიზნით, დედასთან ერთად დაიბარა  ლ. ს. გამომძიებელმა არ იხელმძღვანელა  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრინციპებით და   ლ.ს.-ს მოსთხოვა დანაშაულის აღიარება.

აღნიშნულზე უარის შემდეგ, გამომძიებელმა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს," - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები