03 მაისი 2024,   14:14
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას პროცესი გრძელდება

ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას პროცესი მიმდინარეობს ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში.

დღეს საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი იკითხება.  გიორგი მენაბდე, რომელიც ჩხუბისას თავადაც  დაიჭრა, მოსამართლის შეკითხვებს პასუხობს.

"დავკითხავთ იმ მოწმეს, რომელის დაკითხვაც ბოლო სხდომაზე ვერ მოვასწარით და არის არსებითი ინფორმაციის მატარარებელი მოწმე, რადგან ჩხუბის დროს იმყოფებოდა ფარდულში და ყველა მოვლენამ მის თვალწინ გაიარა. მას კალანდიას ხელში დანა არ დაუნახავს," აცხადებს მიხეილ კალანდიას ინტერესბის დამცველი, ზურაბ თოდუა.

დღის ამბები