18 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
ბათუმში პატრულის დაჭრასთან დაკავშირებით შსს-ში განცხადება გააკეთეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო წუხელ ბათუმში პატრულის თანამშრომლის დაჭრასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს. მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი შემთხვევის ადგილზე დააკავეს და მომხდარის მიზეზს გამოძიება დაადგენს. 

თავდასხმა ბათუმში გვიან ღამით მოხდა, რა დროსაც მოქალაქემ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დღის ამბები