18 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
ირაკლი ოქრუაშვილის საქმე - სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხეს 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხეს. სულ გამოსაკითხია 400-მდე მოწმე. ოქრუაშვილის ადვოკატების თქმით, არც ერთი მათგანი ოქრუაშვილთან მიმართებაში ინფორმაციას არ ფლობს და უბრალოდ აქციის მონაწილეები არიან.

"მოდიან დაზარალებული პოლიციელები და მოვლენ კიდევ ასეთი პოლიციელები, რომლებსაც ირაკლი ოქრუაშვილი არ უნახავთ, არანაირი შეხება მასთან არ ჰქონიათ და ეს ცირკი უნდა გაგრძელდეს ისევ მომავალში. 400 კაცი ჰყავთ ასეთი, რომლებსაც ირაკლი ოქრუაშვილი არ უნახავთ," - ამბობს ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილმა.

ბრალდების მხარის თქმით, ერთ-ერთმა დაზარალებულმა სამართალდამცავმა განაცხადა, რომ მას აქციის დაშლის დროს შუბლის არეში თითქმის სამ კილოიანი რკინის ფირფიტა მოხვდა. როგორც ირაკლი ჩხიკვაძემ განმარტა, მას ირაკლი ოქრუაშვილი არ დაუნახავს და ვერც მის ბრალეულობაზე ისაუბრებს.

"იმ ქმედებებს, რომელსაც ხელმძღვანელობდა და მონაწილეობას იღებდა ირაკლი ოქრუაშვილი, შედეგად მოჰყვა მათი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ზოგს დასჭირდა საზღვარგარეთ ოპერაციები ა.შ. ხოლო ერთ-ერთმა მოწმემ პირდაპირ მიუთითა, რომ მონაწილეობას იღებდა ჯგუფურ მოქმედებებში ირაკლი ოქრუაშვილი და ის ცდილობდა პარლამენტში შეჭრას," - აცხადებს პროკურორი, გიორგი მუკბანიანი. 

დღის ამბები