13 სექტემბერი 2026,   05:13
ვრცლად
გახდება თუ არა საჯარო კალანდიას პროცესი - მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს

გახდება თუ არა დღეიდან საჯარო მიხეილ კალანდიას პროცესი - ადვოკატის შუამდგომლობაზე მოსამართლემ დღეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა ამტკიცებს, რომ პროცესის მთლიანად დახურვა უკანონო იყო და იმედოვნებს, რომ მოსამართლე მის წინადადებას გაითვალისწინებს.

ადვოკატის თქმით, უკანონო გადაწყვეტილების მიღება ბრალდების ინტერესებს ემსახურებოდა.

"არასრულწლოვანი მოწმის შემოსულ განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულება მაქვს დღეს წარმოდგენილი და არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ უკანონოდ დახურული სასამართლო სხდომა გასაჯაროვდეს ნაწილობრივ. მხოლოდ დაიხურება არასრულწლოვანი მოწმეების ნაწილში.

არსებობს ამის ალბათობა, რომ სასამართლომ შესაძლოა დააკმაყოფილოს, გადასინჯოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მთლიანად დახურვის შესახებ, რომელიც იყო უკანონო და ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ბრალდების ინტერესებს," - განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

მიხეილ კალანდიას, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ედება ბრალი.

დღის ამბები