13 სექტემბერი 2026,   01:19
ვრცლად
საკრებულოსთან 17 დეკემბრს დაკავებულების პროცესი დღეს გაიმართება - პროცესზე დაცვის მხარე ვიდეომასალას წარადგენს

საკრებულოსთან 17 დეკემბრს დაკავებულების პროცესი დღეს გაიმართება. საუბარია მოძრაობა "შეცვალესა" და "გაბედეს" წევრებზე, ასევე თბილისის საკრებულოს 1 თანამშრომელზე. არცერთი მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას არ აღიარებს.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტის ნესტან ლონდარიძის განცხადებით, უფლებადამცველი სასამართლო პროცესზე ვიდეო მასალას წარადგენს, სადაც კარგად ჩანს საკრებულოსთან მიმდინარე მოვლენები.

"ჩვენ ვიშუამდგომლეთ და დღეს წარვადგენთ ვიდეო მასალას, სადაც სრული მიმდინარეობა ჩანს იმ დღეს განვითარებული მოვლენების და სასამართლოს გაუადვილდება ამ მასალით შეაფასოს რა მოვლენებს ჰქონდა იმ დღეს ადგილი.

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სწორად შევაფასოთ ის გარემოებები, თუ რამ გამოიწვია ეს პროტესტი და რა იყო მისი მიზეზი. ეს იყო ეროვნული ღირსების შეურაცხყოფა," - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

დღის ამბები