18 ნოემბერი 2024,   15:59
ვრცლად
"ამ ცხოვრების დედაც, თქვენი სამართლის დედაც" - ბესიკ თამლიანის პროტესტი სასამართლო პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებული ოთხი პირის ზურაბ ბუდაღაშვილის, ბესიკ თამლიანის, კახაბერ კუპრეიშვილისა და ცოტნე სოსელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ბრალდებულების ადვოკატის თქმით, დღეს ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე დაიკითხება.

"ამ ცხოვრების დედაც, თქვენი სამართლის დედაც," - ფურცელზე დაწერილი ეს სიტყვები 20 ივნისის საქმეზე დაკავებულმა ბესიკ თამლიანმა სხდომათა დარბაზში იმ ადგილას გადმოფინა, სადაც ბრალდებულები სხედან.
აღნიშნული წარწერა მანდატურისა და ბადრაგის სამსახურის თანამშრომლებმა მოახსნევინეს. ბესიკ თამლიანმა მომხდარიდან მალევე განმარტა - 
"სოლიდარობა გამოვუცხადე, თურმე, ესეც არ შეიძლება, რა მოხდა ყოფილიყო,"- განაცხადა თამლიანმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა განმარტა, რომ სოლიდარობის გამოცხადებას ის ვერავის აუკრძალავდა, თუმცა, ბრალდებულს დარბაზში წესრიგი უნდა დაეცვა.
"წესრიგი დავიცვათ, კორექტულობა გამოხატეთ, სხდომის დარბაზს რამდენად შეესაბამება ესაა მთავარი", - განაცხადა მოსამართლე იაშვილმა.

დღის ამბები