თბილისის საქალაქო სასამართლო 17 დეკემბერს, საკრებულოსთან დაკავებულების საქმეზე მსჯელობს. საუბარია მოძრაობა "შეცვალესა" და "გაბედეს" წევრებზე, ასევე თბილისის საკრებულოს 1 თანამშრომელზე. არცერთი მათგანი ადმინისტრაციულ სამართადარღვევას არ აღიარებს.
დაკავებულების ადვოკატი ნესტან ლონდარიძე მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარეს ბრალდების დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება არ აქვს. ლონდარიძეს იმედი აქვს, რომ მოსამართლე გამამართლებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს.
17 დეკემბერს გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები საკრებულოს წევრის გამონათქვამებს აპროტესტებდნენ. მათი თქმით, ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ ექიმთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ერეკლე კუხიანიძეს საკრებულოში დარჩენის უფლება არ ჰქონდა.