ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ანა ჯაბაურის განცხადებით, მის მეუღლეს ბიზნესსაქმიანობაში განსაკუთრებული პრობლემები არ ჰქონია.
ანა ჯაბაურის ვარაუდით, თავდამსხმელები ცოტნე გამსახურდიას სახლის ჭიშკართან ელოდებოდნენ.
"წავიდა და მალე მოვალო, მითხრა. გავიდა თუ არა, მალევე მოხდა, როგორც მერე ვიანგარიშე დრო. გამოდის, რომ ელოდებოდნენ ჭიშკართან, იმიტომ, რომ ჭიშკართან იყო ყველა ნივთი მისიც, ეტყობა იბრძოდა, იმიტომ, რომ ჩხუბის კვალი იყო ჭიშკართან. არაფერი განსაკუთრებული პრობლემები ბიზნესსაქმიანობასთან არ ჰქონდა. ქირასთან დაკავშირებით, არაფერი ისეთი პრობლემა არ ყოფილა, მოგვარებული იყო ყველაფერი,"- განაცხადა ანა ჯაბაურმა.
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, საკუთარ სახლთან, ცივი იარაღით დაჭრეს. ცოტნე გამსახურდიას ორი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.