13 სექტემბერი 2026,   04:32
ვრცლად
"თუკი დადასტურდება, რომ გიორგი სოლოღაშვილი სარფში დააკავეს, ის აუცილებლად უნდა გაათავისუფლონ" - ადვოკატი

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმესთან დაკავშირებით "კურიერმა" ახალი დეტალები გაარკვია - როგორც ცნობილი ხდება, პირველად ცოტნე გამსახურდიამ გიორგი სოლოღაშვილს დაარტყა, ამის შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. 

სოლოღაშვილი ამჟამად დაკავებულია.  

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე არ არის ამოღებული დანა, რომლითაც ცოტნე გამსახურდიას ჭრილობები მიაყენეს - ერთადერთი მტკიცებულება, რაც გამოძიებას მოეპოვება, ყავარჯენია.

სოლოღაშვილის ადვოკატი მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევს და ამის დამადასტურებლად არგუმენტიც მოჰყავს. 

"თავდაპირველად პოლიტიკურ მოტივზე საუბრობდნენ, შემდეგ კი შეიცვალა განცხადებები და აღნიშნავდნენ, რომ დაკავებულები ხულიგნები იყვნენ.  დარწმუნებული ვარ, მეც და მათი მხარეც ერთსა და იმავე საქმის მასალებს გავეცანით, რომლითაც დასტურდება, რომ ისინი წარსულში ერთხელაც არ არიან ნასამართლევები.

დაკავების ოქმი შედგენილი არის თბილისში. იმ შემთხვევაში თუკი დადასტურდება, რომ გიორგი სოლოღაშვილი სარფში დააკავეს, ის აუცილებლად უნდა გაათავისუფლონ, რადგან ლოგიკურია, სარფიდან თბილისამდე 4-5 საათი სჭირდება ჩამოსვლას," - აღნიშნა გიორგი სოლოღაშვილის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა. 

დღის ამბები