ზუგდიდის თეატრის დირექტორს მსახიობები მხარდაჭერას უცხადებენ.
ზურაბ ეგუტიას მხარდამჭერები ამბობენ, რომ მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები ცილისწამებაა და სიმართლეს არ შეესაბამება.
"ვინმეს შეკითხვა ხო უნდა გაუჩნდეს, 4 კაცი რატომ ებრძვის დირექტორს, რომელიც ტექნიკურ მხარეზეა პასუხისმგებელი?! მსახიობებს არ ნიშნავს დირექტორი, არც როლებს ანაწილებს. მე ვუცხადებ მხარდაჭერას არამხოლოდ ზურაბ ეგუტიას, არამედ თეატრს," - აღნიშნა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.
მსახიობების შეფასებით თეატრში ინტრიგები არ სრულდება და შესაბამისად თეატრს წინსვლა არ აქვს.
ზუგდიდის თეატრში მომხდარი ინციდენტის თაობაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო. ზურაბ ეგუტია ერთ-ერთმა მსახიობმა კოკა ხუბუტიამ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა.