ლონდონის "არსენალის" გერმანელმა ნახევარმცველმა მესუთ ოზილმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ განაცხადა.
"219 ოპერაცია უკვე გაკეთებულია, თუმცა წინ კიდევ უფრო მეტი საქმე გველოდება. მე და ჩემმა ცოლმა ქორწილის დღეს ვთქვით, რომ მსოფლიოში სიკვდილის პირას მყოფი კიდევ 1000 ბავშვის ოპერაციას დავაფინანსებდით. ეს მხოლოდ დასაწყისია. მოდით, გავიხედოთ მომავალში და 2020 წელს ერთად დავეხმაროთ დაღუპვის პირას მყოფ ასობით ბავშვს," - წერს ოზილი.