მუსლიმი მრევლი დღეს საქართველოს ახალ მუფთს ირჩევს - არჩევნები ამ წუთებში ბათუმის სამუფთოში მიმდინარეობს.
არაერთი მცდელობის მიუხედავად მედიას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს. ქართველ მუსლიმთა ხელმძღვანელის განმარტებით, კანონის თანახმად სხდომა მედიისთვის ღიაა, თუმცა დღეს სხდომის გაშუქება არ სურთ.
არსებული ინფორმაციით, ახალი მუფთი ადამ შანთაძე იქნება, რომელიც სუსის კადრია და მისი არჩევა საბჭოს წევრებზე ზეწოლით მოხდება. ადამ შანთაძე ამ დრომდე მოქმედი მუფთის მოადგილე იყო.
საქართველოს მუფთს 19 კაციანი მუსლიმთა მეჯლისი აირჩევს. საქართველოს მოქმედ მუფთს, ბეგლარ ქამაშიძეს 5 წლიანი ვადა ამოეწურა, ახალ მუფთს კი მუსლიმთა მეჯლისი დღეს აირჩევს.