აჭარაში, მტირალას პარკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაღუპული 5 მგზავრიდან ხუთივე 17 წლის მოზარდია. "კურიერის" ინფორმაციით, გარდაცვლილები ჩაქვის მკვიდრები არიან. ისინი მე-12 კლასის მოსწავლეები იყვნენ.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ავტომობილი ხევში გადავარდა და მგზავრები ადგილზე დაიღუპნენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ტრაგედიის გამო ბათუმში დღეს დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა.