18 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
"თავისუფლების ინსტიტუტის" ახალი ინიციატივა​​ სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო ძალადობისგან მოქალაქეების დასაცავად

სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო ძალადობისგან მოქალაქეების დაცვის მიმართულებით "თავისუფლების ინსტიტუტმა" ახალი ინიციატივები წარადგინა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, რომ გამოძიების ეტაპზე დაცვისა და ბრალდების მხარეებს თანაბარი უფლებები მიენიჭოთ და ასევე პოლიციელმა სამხრე კამერა მუდმივად თან ატაროს.

სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაზე ზედამხედველობა კი დაექვემდებაროს სპეციალურ უწყებას - დამოუკიდებელ პროკურორს.

"პირველი ინიციატივა გულისხმობს მოწმის მხოლოდ სასამართლოში დაკითხვას ორივე მხარის თანამონაწილეობით.

მეორე ინიციატივის მიხედვით, აუცილებელია ყველა იმ ადგილას, სადაც თავად მოწმე და ზოგადად მოქალაქე თავისი ნების გარეშე იმყოფება, მოხდეს ვიდეო და აუდიო ჩაწერა და ეს ვიდეო და აუდიო ჩანაწერი სამოხელეო დანაშაულის ხანდაზმულობის ვადით.

მესამე ინიციატივა კი გულისხმობს, სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება და დევნა გამოვიდეს საჯარო პროკურატურის უწყების უფლებამოსილებიდან და შეიქმნას დამოუკიდებელი უწყება," - განმარტა არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორმა, სალომე ხვადაგიანმა.

დღის ამბები