18 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
ატენის ხეობაში ხანძრის 1 კერის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

ატენის ხეობაში ხანძრის ერთი კერის ბოლომდე ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მეხანძრეები და მაშველები ადგილზე 48 საათზე მეტია, რაც უწყვეტად მუშაობენ. სამაშველო სამსახურმა ხანძრის კერამდე საავტომობილო გზა სპეციალურად გაიყვანა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თქმით, არ არის გამორიცხული საჭიროებების შემთხვევაში დილიდან პროცესში ვერტმფრენი კვლავ ჩაერთოს.

"მთელი დღის განმავლობაში ატენის ხეობაში უწყვეტად მიდიოდა ხანძრის ქრობა. როგორც ცნობილია 5 კერიდან დარჩენილია 1 კერა. 4 არის სრულად ლიკვიდირებული.

ეს 1 კერა ხასიათდება რთული რელიეფით, თუმცა მძიმე ტექნიკის გამოყენებით მოხერხდა გზის სრულად გაჭრა, რამაც საშუალება მისცა სახანძრო-სამაშველო მანქანებს მისულიყვნენ ბოლომდე, ხანძრის კერამდე. თუ საჭირო გახდა, ვერტმფრენები ისევ იქნება ამოქმედებული," - განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.

დღის ამბები