18 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
"თავისუფლების სიგნალი" - თბილისში, რეგიონებსა და უცხოეთში, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი მასშტაბური აქცია გაიმართება

ახალგორის ასობით მოქალაქის ტყვეობის პარალელურად, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში რჩება. ექიმის გათავისუფლების საკითხი კვლავ უცვლელია.

29 დეკემბერს სოლიდარობის აქცია დაიგეგმა - "თავისუფლების სიგნალი" თბილისში, რეგიონებში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

საზოგადოება კიდევ ერთხელ მოითხოვს ქართველი ექიმის გათავისუფლებას და საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას, ზუსტად 7 საათზე, ერთდროულად საავტომობილო სიგნალით გააპროტესტებს.

"ეს იქნება დიდი და მნიშვნელოვანი სიგნალი - თავისუფლების სიგნალი, რომელსაც პირველ რიგში გავიგონებთ ჩვენ და ჩვენთან ერთად მთელი მსოფლიო," - აცხადებენ ორგანიზატორები.

პარალელურად მწერლები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას დღეს თბილისში გამართავენ.

დღის ამბები