ქვეყანაში გრიპის ეპიდემია არ არის - განცხადებას დაავადებათა კონტროლი აკეთებს.
უწყების სტატისტიკა ასეთია - საქართველოში 100 ათას მოსახლეზე არის 190 შემთხვევა, მაშინ როცა, ეპიდემიად ითვლება 450-500 შემთხვევა. გასულ წელს იმავე პერიოდში იყო 220 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე, ხოლო პიკზე იყო 280 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძის თქმით, დაფიქსირდა პაციენტების გარდაცვალების 2 შემთხვევა, რაც რისკი ჯგუფებისა და დაგვიანებული მიმართვის გამო მოხდა.
"არის ორი შემთხვევა დაფიქსირებული მოზრდილების, ერთი კვირის და ორი კვირის წინ დაახლოებით. სამწუხაროდ რისკი ჯგუფები იყო და დაგვიანებულიც იყო მიმართვა.
ახლა ვართ, ასე ვთქვათ, პირველ პიკზე. საბედნიეროდ ეს პიკი არ არის ისეთი შემაშფოთებელი, როგორიც ვთქვათ შეიძლება იყოს და როგორიც იყო წინა წლებში.
თუ ბავშვს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა - 38,5 ერთ დღეზე მეტ ხანს, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს," - აცხადებს პაატა იმნაძე.