01 მაისი 2024,   12:41
ვრცლად
ფოთში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დააზიანეს

ფოთში, ქალაქის ცენტრში, მთავარი ნაძვის ხე გვიან ღამით დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ნაძვის ხის საახალწლო დეკორაციებით მორთვა ჯერ არ იყო დასრულებული.

დაზიანებული დეკორაციები, ამ დროისთვის, გადატანილია შესაკეთებლად.

შს სამინისტროს განცხადებით, უწყება ფაქტს გადაამოწმებს და შესაბამისად იმოქმედებს.

დღის ამბები