მსხვერპლით დასრულდა ავარია თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე დაიღუპა ერთი ადამიანი, იმავე მანქანაში მყოფი კიდევ ერთი მგზავრი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის განცხადებით, პაციენტს სახის ძვლის მოტეხილობები აქვს. დაშავებულს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.