18 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
"ტატო ღარიბაშვილმა პირველმა ჩაარტყა ცოტნეს თავში ყავარჯენი, რომელიც გადატყდა" - გამსახურდიას ადვოკატი

ცოტნე გამსახურდიას ოჯახის ადვოკატის ამირან გიგუაშვილის განცხადებით, დაკავებულების ჩვენებები, თითქოს კონფლიქტის ინიციატორი თავად ცოტნე იყო, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ შეესაბამება.

"კურიერთან" საუბრისას ამირან გიგუაშვილი ერთ-ერთი ბრალდებულის ტატო ღარიბაშვილის ადვოკატის, რომან ნადირაძის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის განმარტებითაც ცოტნე გამსახურდიამ ტატო ღარიბაშვილს ყავარჯენი პირველმა ჩაარტყა.

გამსახურდიას ადვოკატი საპირიპისპიროს ამტკიცებს.

"ბრალდებულების ტაქტიკა ეფუძნება იმას, რომ თითქოს კონფლიქტის ინიციატორი იყო ცოტნე გამსახურდია, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. საქმეში არსებობს ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები, რომლებიც უდავოდ ადასტურებენ, რომ ცოტნე გამსახურდია კიდევ დაახლოებით 15-20 წუთი იყო სუფრასთან, რაც ტატო ღარიბაშვილი და სხვა დანარჩენი კრიმინალები წავიდნენ სუფრიდან და ჩაუსაფრდნენ მას სახლთან. ტატო ღარიბაშვილმა პირველმა ჩაარტყა თავში ხელჯოხი, ანუ ყავარჯენი, რომელიც გადატყდა," - აღნიშნა ცოტნე გამსახურდიას ოჯახის ადვოკატმა.

დღის ამბები