06 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
მამაკაცს, რომელმაც ძმის სახლი და მანქანები დააზიანა, პატიმრობა შეეფარდა

მამაკაცს, რომელიც ძმის სახლისა და მანქანების დაზიანების, ასევე მუქარის ბრალდებით დააკავეს, პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო და პროკურორ ანა არონიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ადვოკატის თქმით, თავად ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. პროკურორის თქმით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა რამდენიმე მიზეზის გამო იყო აუცილებელი, მათ შორის, საქმის პროკურორის თქმით,  არსებობს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მიმალვის საფრთხეები.

ადვოკატი თანდილა ჯოლოგუა სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას გეგმავს.

დღის ამბები