18 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
"ასეთი დაზიანებები რამდენიმე წელია არ ყოფილა" - ექიმები ეჭვობენ, რომ ე.წ. საახალწლო პიროტექნიკა ვადაგასული იყო

ახალი წლის დღეებში პიროტექნიკით ყველაზე მეტი მძიმედ დაშავებული რუსთავში დაფიქსირდა. პიროტექნიკის გამოყენებისას 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 მოზარდია, 5-ს თითების ამპუტაცია დასჭირდა.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე დავით გოგოძე აცხადებს, რომ ასეთი მძიმე დაზიანებები ბოლო რამდენიმე წელია არ ყოფილა. ექიმი ეჭვობს, რომ ე.წ. საახალწლო ასაფეთქებლები ვადაგასული იყო.

"ასეთი დაზიანებები რამდენიმე წელია არ ყოფილა. ეს თუ არ აიკრძალა, რაღაც შეზღუდვები უნდა იყოს და უნდა მოხდეს რეალიზაციის ცოტა უფრო მეტი კონტროლი. ეს ან ძველი იქნებოდა ან ვადაგასული, რამაც ასეთი აფეთქება გამოიწვია,"- აცხადებს დავით გოგოძე.

დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, რომ "პეტარდა" სათამაშო არაა და ის ბავშვებს უნდა მოარიდონ.

"სტატისტიკურად 35% არიან მოზრდილები და 65% ბავშვები, გულდასაწყვეტია, რომ ბავშვისათვის არის ხელმისაწვდომი ეს საახალწლო "პეტარდა" იქნება თუ შუშხუნა, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს არ არის სათამაშო. ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე პაციენტს დასჭირდა ამპუტაცია, ბუნებრივია მარტო დამწვრობასთან არ გვაქვს საქმე, იმიტომ, რომ არასწორად გამოყენების შემთხვევაში წნევით ხდება თითების მოწყვეტა, სხვადასხვა ექსკორიაციები, ნაკვეთი ჭრილობები და ა.შ,"- აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

დღის ამბები