გუდაურის მსგავსად, წყლის მიწოდების პრობლემაა ბაკურიანშიც. წყლის მომარაგება კურორტის ორ ლოკაციაზე იყო შეწყვეტილი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ნაწილობრივ მოგვარდა პრობლემა.
კურორტს წყალი პირველ და ორ იანვარს საერთოდ არ მიეწოდებოდა. მეორე დღეა, მდგომარეობა შედარებით გამოსწორებულია. დაბის ძირითადი ნაწილი, ამ მომენტისთვის, წყალს გრაფიკით იღებს.
ადგილობრივების თქმით, მათ გუშინ დაპირდნენ, რომ წყალი საღამოს იქნებოდა, თუმცა, ამ დრომდე პრობლემა არ მოგვარებულა.
აღსანიშნავია, რომ ბაკურიანისგან განსხვავებით, დღეს გუდაურში წყლის მიწოდების პრობლემა მოიხსნა.