22 დეკემბერი 2024,   10:17
ვრცლად
ოპოზიცია იზიარებს მეუფე პეტრეს ინიციატივას და თავადაც ითხოვს საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის შექმნას

ოპოზიცია იზიარებს მეუფე პეტრეს ინიციატივას და თავადაც ითხოვს საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის შექმნას. ლიდერების განცხადებით, ოპოზიცია ამ წინადადებით არაერთხელ გამოვიდა, თუმცა კოლეგებისგან თანხმობა ვერ მიიღო. საკითხის გადასაწყვეტად 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. 

"ბევრი კითხვის ნიშანია ციანიდის საქმესთან დაკავშირებით დატოვებული. ეს შეკითხვები კიდევ უფრო გააღრმავა თავისდროზე მეუფე იაკობის ძალიან სკანდალურმა განცხადებამ, რომ ხელისუფლება პირდაპირ ერეოდა  საპატრიარქოს ამბებში და პატრიარქის გადაყენების სურვილი ჰქონდათ, თუმცა ვხედავთ, ხელისუფლებას არანაირი სურვილი არ აქვს ამ საქმეზე ეფერტური და ობიექტური გამოძიების წარმოების. 

ზოგადად ჩვენ ვნახეთ, რომ სადაც ხელისუფლების კვალი იკვეთება, არაერთი საქმე დაგროვდა ამ ხელისუფლების პირობებში, სადაც საგამოძიებო ორგანოები კვალის დაფარვით არიან დაკავებულები. 

რა თქმა უნდა, ამ საკითხზე კარგი იქნება, საგამოძიებო კომისიის შექმნა, თუ კი ოპოზიციის უმრავლესობით მოვახერხებდით, თუმცა არ ვარ დარწმინებული, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, ეს რეალურია,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი ირაკლი აბესაძე.

"ყველანაირი კომისია თუ დამოუკიდებელი უწყება, რომელიც დაადგენს ძალიან მძიმე დარღვევებს დეკანოზის საქმეში, არის ძალიან სასრგებლო, რომ გაეცეს სიმართლეს პასუხი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ივანიშვილს არ სურს, მამალაძე იყოს თავისუფლებაზე. 

არ სურს იმიტომ, რომ ამ საქმეში ბევრი დარღვევაა, იმიტომ რომ ხელისუფლება უხეშად ერეოდა საეკლესიო სააქმეებში და რეალურად მან არ თქვას ის სიმართლე, რომელიც იცის,"-აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.

სარც შეეხება მმართველ გუნდას, საქარლამენტო კომისიის შექმნაზე, უმრავლესობაში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. 

დღის ამბები