13 სექტემბერი 2026,   08:47
ვრცლად
ბაკურიანში წყლის პრობლემა სავარაუდოდ დღეს მოგვარდება

ბაკურიანში წყლის პრობლემა სავარაუდოდ დღეს მოგვარდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ამჟამად კურორტზე წყალი მოსახლოების 80%-ს მიეწოდება, დანარჩენისთვის კი წყლის მიწოდება ავზებითა და სახანძრო მანქანებით ხდება.

პრობლემის მთავარ მიზეზად კომპანიის ხელმძღვანელი ეკატერინე გალდავა ზამთრის პერიოდისთვის უჩვეულო უთოვლობას ასახელებს. რაც შეეხება გუდაურს, ეკატერინე გალდავას თქმით, აქ საკითხი უკვე მოგვარებულია.

"ეს ყველაფერი იყო გამოწვეული უთოვლობით, მშრალი ყინვით, სამუშაოების შედეგად, ახალი გუდაურის დასახლებას წყალი ნამდვილად აქვს, ბაკურიანში არ არის მძიმე მდგომარეობა, იმიტომ, რომ 80-90%-ს მოსახლეობის 24-საათიანი წყლის მომარაგება აქვს. დღის მეორე ნახევარში უფრო ზუსტად გვეცოდინება, რა მდგომარეობაა და როდის იქნება მთლიანად უზრუნველყოფილი," - განაცხადა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ.

საკურორტო ზონებში პრობლემა წნევის ვარდნის გამო რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. შედეგად ტურისტების დიდმა ნაწილმა ბაკურიანიც და გუდაურიც დატოვა.

დღის ამბები