დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახში დეკანოზის შეწყალების მოლოდინი იყო.
დეკანოზის მამა ავთო მამალაძე ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტზე საპატრიარქოდან და მთავრობის მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს, რასაც პრეზიდენტმა ვერ გაუძლო.
"არ უნდათ გამოაშკარავდეს, რაც უბედურება ხდება საპატრიარქოში და ამიტომაც არ შეიწყალეს დეკანოზი. პრეზიდენტზე ზეწოლაა საპატრიარქოსა და მთავრობის მიერ, ამიტომაც ვერ გაუძლო ზეწოლას პრეზიდენტმა," - ამბობს დეკანოზის მამა, ავთო მამალაძე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა საქართველოს საპატრიარქოდან 2019 წლის 8 ნოემბერს მიიღო.
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ მსჯავრდებულთა სიაში, გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.
პრეზიდენტმა 5 მსჯავრდებული შეიწყალა.