22 დეკემბერი 2024,   09:55
ვრცლად
80 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წარედგინა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში 80 წლის იზოლდა ხელაძის განზრახ მკვლელობასა და ავტომობილის ქურდობასთან დაკავშირებით ოზურგეთის რაიონულმა პროკურატურამ ბრალი 20 წლის ზური დოლიძეს წარუდგინა.

სხდომაზე პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით 2 თვიანი პატიმრობა მოითხოვა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა.

როგორც პროკურორმა სხდომაზე განაცხადა, ზური დოლიძემ დანაშაული აღიარა და ასევე განაცხადა, რომ 80 წლის ქალი გააუპატიურა, თუმცა აღნიშნულ ნაწილში ექსპერტიზის შედეგები ჯერ არ არის, შესაბამისად, ბრალდებულის ნათქვამი თუ დადასტურდა, ზური დოლიძეს ბრალი დაუმძიმდება.

პროკურატურის განცხადებით, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ხანდაზმული ქალი დანაშაულის გადაადგილების მიზნით მოკლა, ხელაძის სახლიდან მობილური ტელეფონიც მოიპარა და ავტომობილი გაიტაცა.

ბრალი დოლიძეს წარედგინა სსკ ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის გ ქვეპუნქტით, სსკ ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა,ბ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის გ,დ ქვეპუნქტებით, სსკ ის 177-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის დ ქვეპუნქტით. მომდევნო სხდომა 13 თებერვალს გაიმართება.

დღის ამბები