ქუთაისში შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავენ. ქალაქის ქუჩებში ალილოს მსვლელობა დაიწყო. სრულდება საშობაო საგალობლები.
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოანემ მოქალაქეები დალოცა და შობა მიულოცა. მსვლელობას ქალაქის ხელმძღვანელობა შეუერთდა. მათ ქუთაისელებს და მთელს ქვეყანას შობა-ახალი წელი მიულოცეს.
ალილოზე შეგროვებულ ნობათს სხვადასხვა ცენტრის ბენეფიციარებს და მოხუცთა თავშესაფარს გადასცემენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი