ტრადიციული საშობაო მსვლელობა სხვა ქალაქებთან ერთად, ზუგდიდშიც გაიმართა.
ალილოს მონაწილეებმა, რომელთა შორის სასულიერო პირები და მრევლი იყო, გალობით მსვლელობა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან დაიწყეს, გზადაგზა მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ.
შეგროვდა საშობაო ძღვენი, რომელიც სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ. მსვლელობა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში პარაკლისით დასრულდა, რომელიც დეკანოზმა მალხაზ ჭანტურიამ აღავლინა. წელს ალილოზე არ გამოჩენილა მეუფე გერასიმე.