ალილოს მსვლელობა გაიმართა გორშიც. ქრისტეშობის მახარობლების მსვლელობას ატენისა და გორის მიტროპოლიტი მიუძღვოდა.
მათ მოიარეს ქალაქის ყველა უბანი, აკურთხეს სახლები და შეაგროვეს შემოწირულობა, რომელიც დახარისხდება და გაჭირვებულ ოჯახებსა და ბავშვთა სახლებს გაუნაწილდებათ.
მსვლელობის დროს მეუფე ანდრიამ ჟურნალისტებს დასმულ კითხვებზე უპასუხა, მამა გიორგის შეწყალების საქმესთან დაკავშირებით.