09 ოქტომბერი 2024,   02:12
ვრცლად
საშობაო ალილო სამების ტაძართან დასრულდა

საშობაო ალილო, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში 3 საათის განავლობაში გაგრძელდა, სამების საკათეტრო ტაძართან დასრულდა. ალილოს მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ და რამდენიმე ადგილას გაჩერდნენ.

შემდეგ მსვლელობა ორ ნაწილად გაიყო და ალილოს მონაწილეების ერთმა ნაწილმა ათონელზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მეორემ ნაწილმა კი საპატრიარქოში გადაინაცვლა.

ალილოს მონაწილეებს პირადად პატრიარქი ილია მეორე დახვდა და შობა მიულოცა.

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები, სიყვარული, რწმენა, თავმდაბლობა. ასევე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხალხი ბედნიერი იყოს," - განაცხადა ილია მეორემ.

 

დღის ამბები