05 ნოემბერი 2024,   03:54
ვრცლად
ახალქალაქში 23 წლის კაცი გაყინული იპოვნეს

ახალქალაქის სოფლების - მაჯადიასა და ოლავერდის მიმდებარედ ტყეში 23 წლის გაყინული  მამაკაცი იპოვნეს.

ახალგაზრდა მამაკაცს 6 იანვრის საღამოდან ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიციაც.

თანასოფლელების თქმით, ის მაჯადიიდან ტყისკენ ფეხით მიმავალი არაერთხელ უნახავთ, რადგან მისი ახლობლები ტყესთან ახლოს ცხოვრობდნენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისმობს. 

დღის ამბები