18 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
"ჯარიმის გადახდას პატიმრობა მირჩევნია"- ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლოში პირადი ნივთებით გამოცხადდა 

საქალაქო სასამართლოში "ლეიბორისტული პარტიის" წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. ჩხარტიშვილი დარწმუნებულია, რომ მის მიმართ პოლიტიკურ დევნას კონკრეტული ადამიანი თბილისის მერის, კახა კალაძისა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით ახორციელებს.

"ერთ თვეში მეორე პოლიტიკური დაკავება ჩემთან მიმართებაში აშკარად ატარებდა პერსონალური დევნის ხასიათს, რომელსაც აწარმოებდა კალაძისა და ივანიშვილის დავალებით ვინმე გოგა მემანიშვილი, რომელიც აუცილებლად იქნება განსასჯელის სკამზე ადრე თუ გვიან. დღევანდელ პროცესთან მიმართებაში, მნიშვნელობა არ აქვს დამაპატიმრებენ თუ დამაჯარიმებენ. ისეთი არაადეკვატური და არაადამიანური ჯარიმების გადახდა, რომელიც საქართველოშია, ჩემთვის და საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუწვდომელია, ამიტომ, მე მირჩევნია პატიმრობა და მომზადებული ვარ საპატიმროდ, საჭირო ნივთებით ვარ მოსული,"- განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა პროცესის დაწყებამდე. 

შეგახსენებთ, რომ "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით 3 იანვარს დააკავეს, როდესაც აქტივისტებთან ერთად, რესპუბლიკის მოედნიდან გარემოვაჭრეების პარლამენტთან გადაყვანის მცდელობას აპროტესტებდა. დღესვე საქალაქო სასამართლოში 31 დეკემბერს დაკავებულების პროცესიც გაიმართება.

დღის ამბები