"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ ODIHR-ის დასკვნა მოსამართლეების შერჩევის პროცესის მიმართ უკიდურესად კრიტიკული იყო. მისი თქმით, დასკვნაში საუბარია იმაზე, რომ პროცესის შედეგად არაკვალიფიციური, ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი კანდიდატები შეირჩა.
"ეუთო-ოდირის დასკვნა იყო უაღრესად კრიტიკული, მოსამართლეების შერჩევის პროცესის მიმართ, იმდენად კრიტიკული, რომ ცოტა დაუჯერებელი იყო. იქ, პრაქტიკულად, საუბარია იმაზე, რომ შეირჩა არაკვალიფიციური კანდიდატები, საუბარია იმაზე, რომ შეთქმულება იყო მთავრობის მხრიდან, რომ მან წინასწარ გადაწყვიტა, რომელი კანდიდატები ყოფილიყვნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და პრაქტიკულად, პროცესი იყო ფარსი," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ 9 იანვარს, ეუთოს ოფიციალურ ვებგვერდზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის შესახებ, ეუთო-ოდირის მეორე, კრიტიკული ანგარიში გამოქვეყნდა.
ავტორი: ლელა ჯავახიშვილი