სამოქალაქო სექტორი ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, მდინარე რიონის სანაპირო დაბინძურებულია, რეაგირება კი შესაბამისი სამსახურების მხრიდან არ ხდება.
გიდების ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ბერეკაშვილის განცხადებით, ქალაქის ისტორიული ნაწილი, რომელიც ტურისტებისთვის მიმზიდველი უნდა იყოს, კრიტიკას ვერ უძლებს.
"ეს არის ქუთაისის სავიზიტო ბარათი, რითაც ჩვენ უნდა წარვდგეთ უცხოელი ტურისტების წინაშე. ნამდვილად ვერ წარდგება ქალაქი იმ იერსახით, რა იერსახეც არის რიონის ტერიტორიაზე. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვუყურებთ," - აღნიშნა ლაშა ბერეკაშვილმა.