31 დეკემბერს დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
ბექა ბასილაიას, დავით მჟავანაძეს, ზუკა ბერძენიშვილს, ბექა კოკაიასა და გიორგი მუმლაძეს
ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი საქმეში არსებულ პოლიტიკურ ნიშნებზე საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლების მიზანია, აქციის მონაწილეებს პროტესტის გამოთქმის უფლება შეუზღუდოს.
გასული წლის ბოლო ღამეს სამართალდამცველებმა რუსთაველზე დაპირისპირების შედეგად სულ 9 პირი დააკავეს.