"კურიერის" ინფორმაციით, 8 იანვარს, ზუგდიდის სასტუმრო "ლეთოში" საშობაო დღესასწაულთან დაკავშირებით მოწყობილ საღამოზე დაპირისპირების მიზეზი რუსულ ენაზე მოთხოვნილი სიმღერები გახდა. ჩხუბში ერთდროულად რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა - მათ შორის მომღერლები, სასტუმროს თანამშრომლები და სტუმრები. ჩხუბის მიზეზად რუსულ მუსიკას არ ადატურებს სასტუმროს ადმინისტრაცია.
მარკეტინგის მენეჯერი იმასაც ამტკიცებს, რომ დაპირისპრება სასტუმროს ტერიტორიის გარეთ მოხდა.
სამართალდამცველებმა ჩხუბში მონაწილე ორი ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით ისინი 1000-1000 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმით გაათავისუფლეს.