ბასიანის საქმეზე დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს სასამართლომ წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
კლუბ "ბასიანთან" 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულის საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი ახლახან დასრულდა.
39 წლის ბიძინა ჩაჩხიანი, რომელიც ღამის კლუბიდან გააძევეს, კლუბში იარაღით დაბრუნდა და თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან, უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, თუმცა პროკურატურის მიერ გამოძიების პროცესში საქმის კვალიფიკაციის შეცვლის შემდეგ, შესაძლო სასჯელის ვადა შემცირდა.