რუსთავის მერიამ 909 548 ლარის ღირებულების ტენდერი, ქალაქის შემსასვლელში სახელწოდების აღმნიშვნელი კონსტრუქციის მოსაწყობად გამოაცხადა. არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორი" ამტკიცებს, რომ ტენდერში კონკრეტული დეტალებია ჩადებული, რაც კორუფციის ნიშნებზე მიუთითებს.
"თანხა, რომელიც მხოლოდ ერთი ნაგებობისთვის უნდა დაიხარჯოს, სამჯერ მეტია იმ ბიუჯეტზე, რომელიც შშმ პირთა სოციალურ დაცვას უნდა მოხმარდეს და ასევე ეს თანხა არის 1900 ბენეფიციარის, რომელიც უფასო სასადილოში სადილობს," - აღნიშნა ფლანგვის დეტექორის მკვლევარმა დავით მჟავანაძემ.
ბრალდებებს რუსთავის მერიაში უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.